წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 226 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 1 აპრილის ? 196/22 გადაწყვეტილებაში “რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყო

ნომერი: 226 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005

მიღების თარიღი აპრილი 15, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 1 აპრილის № 196/22 გადაწყვეტილებაში „რადიოსიხშირული  სპექტრის მონიტორინგის  სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარებიპროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გასაფორმებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე

     კომისია აღნიშნავს, რომ „რადიოსიხშირული  სპექტრის მონიტორინგის  სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად ტენდერის გამოცხადების შესახებ„ კომისიის 2005 წლის 5 ნოემბრის № 600/10 გადაწყვეტილების საფუძველზე ტენდერი გაიმართა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდა 2005 წლის 18 მარტის სატენდერო საბჭოს სხდომაზე (სატენდერო საბჭოს სხდომის ოქმი № 4 ). სატენდერო საბჭოს გადაწყვეტილებით (მიღებულია ერთხმად) ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა კომპანია „აეროსისტემს ინტერნეშენალი„.

    კომისიის 2005 წლის 1 აპრილის № 196 გადაწყვეტილებით, კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი) დაევალა გამარჯვებულ კომპანიასთან გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მომზადება მომდინარე წლის 10 აპრილამდე.

   კომისია აღნიშნავს, რომ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოხერხდა ხელშეკრულების პროექტის მომზადება 2005 წლის 10 აპრილამდე, აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 1 აპრილის № 196/22 გადაწყვეტილებაში „რადიოსიხშირული  სპექტრის მონიტორინგის  სისტემისა და სპექტრში გამსხივებელი წყაროების საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმარების პროგრამული უზრუნველყოფის შესაძენად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გასაფორმებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ”;

2. აღნიშნული გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) კომპანია „აეროსისტემს ინტერნეშენელთან„ გასაფორმებელი  ხელშეკრულების პროექტის მომზადება მომდინარე წლის 20 მაისამდე”;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

4. კონრტოლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესარულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ი. ლორია).

კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები