გადაწყვეტილება N 227 შპს “ტელეარხი 25”-ის ¹753 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005
მიღების თარიღი აპრილი 15, 2005
შპს „ტელეარხი 25”-ის N753 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ დარღვეულია ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობები ქ.ბათუმში, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ წარმოიქმნა საეთერო ხელშეშლები შპს „ტელეარხი 25”-სა და შპს „ტელეიმედის” გადამცემებს შორის.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელეარხი 25” ფლობს N753 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საეთერო ტელემაუწყებლობას 25-ე სატელევიზიო არხზე 100 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ბათუმში, ხოლო შპს „ტელეიმედი” ფლობს N484 ლიცენზიას, რომელიც ითვალისწინებს საეთერო ტელემაუწყებლობას დეციმეტრული დიაპაზონის 25-ე სატელევიზიო არხზე 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ფოთში. ქ.ფოთიდან 1 კვტ სიმძლავრის გადამცემის მიერ შექმნილი ველის დაძაბულობა ქ.ბათუმში მოქმედ 100 ვტ-ის სიმძლავრის მქონე გადამცემის შექმნილი ველის დაძაბულობის თანაზომადია და ქ.ბათუმის გარეუბანში აჭარბებს მას, რაც იწვევს საეთერო სამაუწყებლო ზონაში ელექტრომაგნიტური თავსებადობის პირობების დარღვევას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საეთერო ხელშეშლების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია მოდიფიცირებულ იქნას შპს „ტელეარხი 25”-ის N753 ლიცენზია და 25-ე დეციმეტრული არხი შეიცვალოს 24-ე დეციმეტრული არხით.
”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოდიფიცირებულ იქნას შპს „ტელეარხი 25”-ის N753 ლიცენზია და ლიცენზიის საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა და ტექნიკური პარამეტრები:
ტელემაუწყებლობა 24-ე დეციმეტრულ არხზე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ბათუმში; გადამცემის სიმძლავრე 100 ვატი; 3dB გაძლიერებით წრიული გასხივების მქონე, ანტენის განთავსების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 40 მეტრი, კოორდინატები 41039`13”N, 41038`14” E;”
2. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აცნობოს შპს „ტელეარხ 25”-ს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
