გადაწყვეტილება N 228 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 25 ოქტომბრის ¹408, 2003 წლის 25 ივლისის ¹364, 2003 წლის 13 აგვისტოს ¹412, 2004 წლის 12 მარტის ¹103 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005
მიღების თარიღი აპრილი 15, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002 წლის 25 ოქტომბრის N408, 2003 წლის 25 ივლისის N364, 2003 წლის 13 აგვისტოს N412, 2004 წლის 12 მარტის N103 გადაწყვეტილებებში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია) აღნიშნავს, რომ ლიცენზიის გაცემისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ კომისიის ქვემოჩამოთვლილ გადაწყვეტილებებში დაშვებულ იქნა გამოთვლითი ხასიათის შეცდომები, კერძოდ:
1.„შპს „ტელერადიოკომპანია ქუთაისის” N64 ლიცენზიის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2002 წლის 25 ოქტომბრის N408 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 30% ნაცვლად 4651,05 ლარისა მითითებულია 4621,05 ლარი, 20% ნაცვლად 3100,7 ლარისა 3080,7 ლარი (განსხვავებამ შეადგინა 20 ლარი); 10% ნაცვლად 1550,35 ლარისა 1540,35 (განსხვავებამ შეადგინა 10 ლარი). ამავე დროს, შეცდომით არის გადაანგარიშებული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70%-ის ძირითადი თანხა და გადახდის გრაფიკი. კერძოდ 70% ნაცვლად 10852,45 ლარისა მითითებულია 10782,45 ლარი, ხოლო გრაფიკში ნაცლად 1205,82 ლარისა 1198,05 ლარი, განსხვავებამ ჩარიცხულ თანხებს შორის 2004 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 23 ლარი და 31 თეთრი. შესაბამისად, შპს „ტელერადიოკომპანია ქუთაისის” დავალიანება შეადგენს 53 ლარსა და 31 თეთრს.
2.„შპს „კავკასიის” N980 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N412 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაშვებულ იქნა ბეჭდვითი ხასიათის შეცდომა და სალიცენზიო გადასახდელის 10% ნაცვლად 5501,25 ლარისა მითითებულია 5510,25 ლარი;
3.„შპს „მაკროკომისათვის” კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ” კომისიის 2004 წლის 12 მარტის N103 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70% გადახდის გრაფიკში ნაცვლად 2252.67 ლარისა მითითებულია 2774 ლარი. ამავე დროს, არასწორადაა მითითებული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70%-ის გადახდის პირველი თარიღი ნაცვლად 2005 წლის 12 აპრილისა აღნიშნულია 2004 წლის 12 აპრილი.
4.„შპს „ევრიკას” N5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2003 წლის 25 ივლისის N364 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში დაშვებულია გამოთვლითი ხასიათის შეცდომა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70% ნაცვლად 45993.15 ლარისა მითითებულია 22557.15 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების შესაბამისად კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. უზრუნველყოს შპს „ტელერადიოკომპანია ქუთაისმა”:
ა) 20 ლარის ჩარიცხვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე 2005 წლის 15 მაისამდე:
-ბანკი: სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი;
-ა/ანგარიში: 609326
-კოდი: 220101830
-საიდენტიფიკაციო კოდი: 204953050
ბ) 33,31 ლარის ჩარიცხვა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე 2005 წლის 15 მაისამდე:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი
|
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
2. შევიდეს ცვლილება „შპს „ტელერადიოკომპანია ქუთაისის” N64 ლიცენზიის (საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა) მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2002 წლის 25 ოქტომბრის N408 გადაწყვეტილების მე-4 მუხლში და აღნიშნული მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70%-ის (10852.45 - ათი ათას რვაას ორმოცდათორმეტი ლარი და ორმოცდახუთი თეთრი) დარჩენილი ნაწილის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტებისა და გრაფიკის მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141408 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
1205.82 ლარი - 2005 წლის 31 დეკემბერი;
1205.82 ლარი - 2006 წლის 31 დეკემბერი;
1205.82 ლარი - 2007 წლის 31 დეკემბერი;
1205.82 ლარი - 2008 წლის 31 დეკემბერი;
1205.82 ლარი - 2009 წლის 31 დეკემბერი;
1205.82 ლარი - 2010 წლის 31 დეკემბერი;”
3. შევიდეს ცვლილება „შპს „კავკასიის” N980 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ” კომისიის 2003 წლის 13 აგვისტოს N412 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% განისაზღვროს 5501,25 ლარით;
4. შევიდეს ცვლილება „შპს „მაკროკომისათვის” კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზის გაცემის შესახებ” კომისიის 2004 წლის 12 მარტის N103 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70%-ის (20274.10) გადახდის გრაფიკი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2252.67 ლარი 2005 წლის 12 აპრილამდე;
2252.67 ლარი 2006 წლის 12 აპრილამდე;
2252.67 ლარი 2007 წლის 12 აპრილამდე;
2252.67 ლარი 2008 წლის 12 აპრილამდე;
2252.67 ლარი 2009 წლის 12 აპრილამდე;
2252.67 ლარი 2010 წლის 12 აპრილამდე;
2252.67 ლარი 2011 წლის 12 აპრილამდე;
2252.67 ლარი 2012 წლის 12 აპრილამდე;
2252.67 ლარი 2013 წლის 12 აპრილამდე;
5. შევიდეს ცვლილება „შპს „ევრიკას” N5 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ” კომისიის 2003 წლის 25 ივლისის N364 გადაწყვეტილების მე-4 პუნქტში და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70% განისაზღვროს 45993.15 ლარი;
6. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
7. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (მ.ქადეიშვილი) აცნობოს კომპანიებს გადაწყვეტილების მიღების თაობაზე;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
