გადაწყვეტილება N 229 შპს “ნოსტალგიისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005
მიღების თარიღი აპრილი 15, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ნოსტალგიამ„ (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 12 ოქტომბრის N12/4-848 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (21.03.05) ქ. ქუთაისში რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს „ნოსტალგია”, N 785 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს რადიომაუწყებლობას ქ. ქუთაისში და მიმდებარე სოფლებში 105.0 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია რადიოსარელეო სისტემის ფუნქციონირებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიენიჭოს შპს ნოსტალგიას„ 73.600 მგჰც სიხშირე მეორადი გამოყენების უფლებით ქ. ქუთაისში რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით N 785 ლიცენზიის მოქმედების ვადით (31.12.2011);
2. აღირიცხოს შპს ნოსტალგიისთვის„ მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს ნოსტალგიამ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ნოსტალგიისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
