წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 23 შპს „დელტანეტისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 23 / 13

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2005

მიღების თარიღი იანვარი 14, 2005

შპს „დელტანეტისთვის„ სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „დელტანეტმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ოქტომბრის N 5/4-4131 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით  ქ. თბილისი-ქ.ახალციხის მიმართულებით რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის სიხშირეების მინიჭების თაობაზე.  სიხშირეები განსაზღვრულია შპს „დელტანეტის„ რეგიონალურ ოფისებს შორის კავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „დელტანეტს„  5945.200 მგჰც, 6093.450 მგჰც, 6197.240 მგჰც და 6345.490 მგჰც სიხშირეები ერთი წლის ვადით ქ. თბილისის (ჭავჭავაძის გამზ. 10) და ქ. ახალციხის (ელექტროკავშირის კვანძის შენობა) რეგიონალურ ოფისებს შორის რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.            აღირიცხოს შპს „დელტანეტისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს შპს „დელტანეტმა„ კომისიაში  სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული    მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „დელტანეტისთვის„  სიხშირის მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე). 

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები