წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 232 შპს „ივერთმედიისთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 232 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005

მიღების თარიღი აპრილი 15, 2005

შპს „ივერთმედიისთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს  „ივერთმედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 18 აგვისტოს  დადგენილებით, რეგისტრაციის N5/4-753) კომისიას მიმართა განცხადებით (N 38, 29.12.04) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს  „ივერთმედია”, N1382 (ვადა 05.12.2013) ლიცენზიის პირობების შესაბამისად, აწარმოებს საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას მრავალარხიანი ინტეგრირებული ტელერადიო საინფორმაციო სისტემის („მიტრისი„) გამოყენებით ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში, აგრეთვე გორის, საჩხერის, ზესტაფონის, კასპის, ჭიათურის, დუშეთის, საგრეჯოს, გურჯაანის, დმანისის, ხაშურის, თელავის, ყვარლის, გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

 „მაუწყებლობის შესახებ„ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს შპს „ივერთმედიას„ 11,700 გგჰც-დან 12,289 გგჰც-მდე სიხშირული დიაპაზონი ქ. თბილისში, ქ. რუსთავში, ქ. ქუთაისში, აგრეთვე გორის, საჩხერის, ზესტაფონის, კასპის, ჭიათურის, დუშეთის, საგრეჯოს, გურჯაანის, დმანისის, ხაშურის, თელავის, ყვარლის, გარდაბნის, მცხეთის, მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის რაიონებში შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით N 1382 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 05.12.2013);

2.            აღირიცხოს შპს „ივერთმედიისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „ივერთმედიამ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.             კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ივერთმედიისთვის„ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.             გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე). 

        

         კომისიის თავმჯდომარე                                                       დ. ქიტოშვილი           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები