გადაწყვეტილება N 236 შპს „ა.ნ.ტ.“-სთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005
მიღების თარიღი აპრილი 15, 2005
შპს ა.ნ.ტ.„-სთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ა.ნ.ტ.„-მ (რეგისტრირებული ქ. ბათუმის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 21 იანვრის N 01/04-2058 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 4, 16.03.05.) ქ. ბათუმში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს ა.ნ.ტ.„ საქმიანობის საგანია ტაქსებით მომსახურება, მგზავრთა გადაყვანა, ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვა და სხვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ა.ნ.ტ.„-ს 158.025 მგჰც და 163.475 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმში ოპერატიული რადიოკავშირისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ა.ნ.ტ.„-სთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს ა.ნ.ტ.„-მ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ა.ნ.ტ.„-სთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
