გადაწყვეტილება N 239 ი/ს “გაიოზ მხეიძისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005
მიღების თარიღი აპრილი 15, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ
ი/ს „გაიოზ მხეიძემ„ (რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში ქ. ბათუმის რაიონული საგადასახადო ინსპექციის მიერ და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო N 145473010) კომისიას მიმართა განცხადებებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4102, 22.03.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს „MARKSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრულ სადგურს და გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა ი/ს „გაიოზ მხეიძეს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 4102, 22.03.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს ი/ს „გაიოზ მხეიძემ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
