გადაწყვეტილება N 24 რადიომოყვარული მაიკლ რიჩარდ ჰეინისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2005
მიღების თარიღი იანვარი 14, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით (21.12.04.) მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე მაიკლ ჰეინმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ მაიკლ ჰეინი სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოში USAID - ის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად და მის სახელზე გაცემულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის სამსახურეობრივი ბარათი N 3478.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ მაიკლ ჰეინის სახელზე აშშ-ს ფედერალური კომუნიკაციების კომისიის FCC მიერ გაცემულია ექსტრა„ კლასის რადიომოყვარულის მოწმობა, რაც დადასტურებულია საქართველოს რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციის მიერ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა რადიომოყვარულ მაიკლ რიჩარდ ჰეინის სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული სიხშირული დიაპაზონების ფარგლებში და ცხრილში აღნიშნული მონაცემების შესაბამისად ერთი წლის ვადით:
|
ნებარ- თვის N |
რადიოსადგურის მფლობელი |
რადიოსადგურის განთავსების ადგილი |
სახმობი |
რადიომოყვარულის კლასი |
|
AI - 002 |
მაიკლ რიჩარდ ჰეინი |
ქ. თბილისი, ხოშტარიას 24, ბინა 5 |
4L8Z |
EXTRA |
2. უზრუნველყოს რადიომოყვარულმა მაიკლ რიჩარდ ჰეინმა სამოყვარულო რადიოსადგურის გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. რადიომოყვარული მაიკლ რიჩარდ ჰეინი ვალდებულია რადიომოყვარულთა საერთაშორისო გაერთიანების მოქმედი შესაბამისი ინსტრუქციების მიხედვით დაიცვას რეგისტრაციისა და გამოყენების ყველა მოთხოვნა.
4. შეტანილ იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
