გადაწყვეტილება N 241 შპს „BSI INSPECTORATE (Sweetzerland) LTD”-ის ქ. ბათუმის ფილიალისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005
მიღების თარიღი აპრილი 15, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ
შპს BSI INSPECTORATE”-ის ქ. ბათუმის ფილიალმა (რეგისტრირებული ქ. ბათუმის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 6 აგვისტოს N 01/04-1312 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4103, 22.03.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს „MARKSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრულ სადგურს და გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს BSI INSPECTORATE (Sweetzerland) LTD”-ის ქ. ბათუმის ფილიალს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 4103, 22.03.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს შპს BSI INSPECTORATE (Sweetzerland) LTD”-ის ქ. ბათუმის ფილიალმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
