წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 243 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწ

ნომერი: 243 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 15, 2005

მიღების თარიღი აპრილი 15, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 22 მაისის N5  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

„ურთიერთჩართვის ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5  დადგენილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილებაში  ცვლილებების შეტანის შესახებ;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა (კ.ყურაშვილი) და  მონიტორინგის (მ. გოთოშია) სამსახურებს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ.ყურაშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები