გადაწყვეტილება N 244 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005
მიღების თარიღი აპრილი 22, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2005 წლის N 25 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 22 აპრილის N 25 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ კომისიის N 25 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 10 (ათი) საკითხი:
ა) კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების დავალებებზე 2005 წლის პირველ კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ (მომხს. ი. ხარებავა);
ბ) შპს „ომეგა-1”-ისთვის ” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) შპს „ომეგა-1”-ისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) შპს „ინტეროპტიკასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ვ) შპს „ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ზ) შპს „მობილფონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
თ) შპს ჰარალესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ი) შპს უშიშროების და საკუთრების დაცვის სამსახური-თორნისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
კ) შპს სჯს ჯორჯიასთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
2. დამტკიცდეს კომისიის N 25 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
