წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 245 შპს ,,ჯორჯიან ინთერნეიშენელ კომუნიკეიშენ’’-ისთვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 245 / 1

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005

მიღების თარიღი აპრილი 22, 2005

შპს ,,ჯორჯიან ინთერნეიშენელ კომუნიკეიშენ’’-ისთვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯორჯიან ინთერნეიშენელ კომუნიკეიშენ’’-მა (რეგისტრირებულია ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის პირველი თებერვლის დადგენილებით, რეგისტრაციის N5/4-4464) კომისიას მიმართა განცხადებით (04.04..2005 N2), საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს ,,ჯორჯიან ინთერნეიშენელ კომუნიკეიშენ’’-ის  მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია  შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ„ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს N1471 ლიცენზია შპს ,,ჯორჯიან ინთერნეიშენელ კომუნიკეიშენ’’-ს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):

ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;

2. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს                (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

3. შპს ,,ჯორჯიან ინთერნეიშენელ კომუნიკეიშენ’’-მა უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები