წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 246 შპს “სერვისი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 246 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005

მიღების თარიღი აპრილი 22, 2005

შპსსერვისი”-სთვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე

 ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „სერვისმა” კომისიას მიმართა განცხადებით (N1/65 05.04.2005 წ.) მისთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად დამატებითი ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.

შპს „სერვისი” ფლობს N1404 ლიცენზიას ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე. ამასთან, კომპანისთვის ლიცენზიით მინიჭებული ნუმერაციის რესურსი (485XXX-486XXX) თითქმის ათვისებულია. კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ შპს „სერვისს” გამოუყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 487XXX N1404 ლიცენზიის მოქმედების ვადით.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „თ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს შპს „სერვისს” სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 487XXX (სულ 1000 ნომერი) გამოყენების ნებართვა  ქ. თბილისში ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად N 1404 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

2.                        ნებართვის მფლობელის მიერ ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის გამოუყენებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის გაუქმების შესახებ;

3.      კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „სერვისი”  ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის  გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                            დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები