გადაწყვეტილება N 247 ი/ს “ხოფერია ნიკოლოზი – ავტო გაზ ნოსტალგიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005
მიღების თარიღი აპრილი 22, 2005
ი/ს „ხოფერია ნიკოლოზი ავტო გაზ ნოსტალგიასთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ი/ს „ხოფერია ნიკოლოზი ავტო გაზ ნოსტალგიამ” (ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 1560; 07.04.03) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისში ოთხი სიხშირის მინიჭების თაობაზე. ი/ს „ხოფერია ნიკოლოზი ავტო გაზ ნოსტალგიას„ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში სადისპეჩერო პუნქტსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/ს „ხოფერია ნიკოლოზი ავტო გაზ ნოსტალგიას„ 142.050 მგჰც, 147.700 მგჰც, 442.575 მგჰც და 448.775 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს ი/ს „ხოფერია ნიკოლოზი ავტო გაზ ნოსტალგიასთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს ი/ს „ხოფერია ნიკოლოზი ავტო გაზ ნოსტალგიამ” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს „ხოფერია ნიკოლოზი ავტო გაზ ნოსტალგიასთვის” სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
