გადაწყვეტილება N 26 შპს „სანეტი“-სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2005
მიღების თარიღი იანვარი 14, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს სანეტმა„ კომისიას მომართა განცხადებით (24.11.2004. N7/438-04), ქ. თბილისში ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს სანეტი” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურების განსახორციელებლად, წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად, ითხოვს ნუმერაციის რესურსს 5000 სააბონენტო ნომრის ტევადობით. კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია შპს სანეტს” გამოეყოს თავისუფალი ნუმერაციის რესურსი 97 0X XX - 97 4X XX.
2005 წლის 14 იანვარს კომისიაში ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც აღინიშნა, რომ შპს სანეტის” მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო მონაცემები და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის 2 პუნქტის ბ.ა„ ქვეპუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 20-ე მუხლის პირველი პუნქტის თ„ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N1443 ლიცენზია შპს სანეტს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება ქ. თბილისში;
2. მიეცეს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 970XXX - 974XXX გამოყენების ნებართვა ქ. თბილისში ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად ლიცენზიის მოქმედების ვადით;
3. ლიცენზიის მფლობელის მიერ პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის შემთხვევაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ნუმერაციის რესურსის გამოყენების ნებართვის გაუქმების თაობაზე;
4. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
5. შპს „სანეტმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
6. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
7 .გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
