წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 260 კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების დავალებებზე 2005 წლის პირველ კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ

ნომერი: 260 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005

მიღების თარიღი აპრილი 22, 2005

კომისიაში შემოსულ კორესპონდენციზე და  კომისიის წევრების დავალებებზე

 2005 წლის პირველ კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  2005 წლის პირველ კვარტალში კომისიაში შემოსულია სულ 671 კორესპონდენცია, აქედან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობიდან - 13, პარლამენტიდან - 2, სამინისტროებიდან და სახელმწიფო დეპარტამენტებიდან - 56, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან – 86, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებიდან - 3, სასამართლო და საფინანსო ორგანოებიდან - 23, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან – 309, საკონკურსო განაცხადები – 99, კომპანიების სატელეფონო ტრაფიკები და საფინანსო მონაცემები – 8, მოქალაქეთა საჩივარი და კოლექტიური განცხადებები – 12, შიდა მიმოწერა – 60.

          საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსული 671 კორესპონდენციიდან კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის   წევრების   რეზოლუციის  შესაბამისად 195  კორესპონდენცია   იყო გასაცნობად და სამსახურებრივი სარგებლობისათვის, საპასუხო - 476, საიდანაც მ/წლის                                 1 აპრილისათვის შესრულებულია 283 (59%),  აქედან ვადაში - 243 (86%)  და ვადის დარღვევით - 40 (14%).

       კომისია აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე კომისიაში შემოსულია სულ 18 კორესპონდენცია, პასუხი გაცემულია 17 კორესპონდენციაზე. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე შემოსულია 2 მოთხოვნა, რომლებიც დაკმაყოფილებულია (ყველა წერილი საცნობარო ხასიათისაა). მოთხოვნილი იყო აგრეთვე კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სხვადასხვა სახის ცვლილებების შეტანა. კომისიას არ მიუღია არცერთი გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.

საანგარიშო პერიოდში კომისიაში შემოსულ 123 მოთხოვნაზე კომისიის მიერ მიღებულია დადებითი გადაწყვეტილებები, ხოლო განაცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე მიღებულია                           3 გადაწყვეტილება (სიხშირეების მინიჭებასთან დაკავშირებით შპს „მაქე სერვისის”, შპს „ტიტანის” და                 სს „გაერთიანებული ქართული ბანკის” განცხადებების განუხილველად დატოვების შესახებ), ხოლო                     4 მოთხოვნა (GELENDZIK-ის სადგურების სიხშირეების კოორდინაციის, შპს „აიეტი ტვ„-ის ლიცენზიის შეჩერებისა და ბ-ნი ზ. ჩიგოგიძის 5000 ლარით დაჯარიმების, შპს „მაგთიკომის„ N958 ლიცენზიაში გაპარული შეცდომის გასწორებისა და აფხაზეთში დსთ-ს სამშვიდობო ძალების მიერ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის თანამგზავრული არხების რეტრანსლიაციისა და სამშვიდობო ძალების საქმიანობის გაშუქების მიზნით ქ. გალში სატელევიზიო გადამცემის განლაგებისა და სიხშირული არხის გამოყოფის შესაძლებლობის შესახებ) მთელი რიგი ობიექტურად დასაბუთებული მიზეზების გამო ვერ იქნა დაკმაყოფილებული, რაზედაც მათ დაეგზავნათ შესაბამისი კვალიფიციური განმარტებები.

საანგარიშო პერიოდისათვის კომისიაში სულ შემოსულია მოქალაქეთა 2 საჩივარი, ორივე მოიხსნა კონტროლიდან მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

კომისია აღნიშნავს, რომ გასაგზავნი კორესპონდენცია ადმინისტრაციაში მუშავდება საფოსტო წესების შესაბამისად და რეგისტრაციის შემდგომ იგზავნება დანიშნულებისამებრ. საანგარიშო პერიოდში კომისიიდან სულ გაგზავნილია 447 კორესპონდენცია, მათ შორის 4 შუალედური პასუხია, საიდანაც 3 უკვე მოითხოვს მათზე საბოლოო პასუხების ოპერატიულად მომზადებას.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2005 წლის კომისიის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული 17 საკითხიდან კომისიის სხდომებზე განხილული იქნა 9 საკითხი. განუხილველად დარჩენილი 8 საკითხიდან 7 საკითხი გადატანილ იქნა მე-2 კვარტლის სამუშაო გეგმაში, ხოლო                       1 საკითხი საერთოდ არ იქნა წარმოდგენილი განსახილველად.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა კომისიის 21 სხდომა, რომლებზეც მიღებულია 5 დადგენილება და 192 გადაწყვეტილება, აქედან: ლიცენზიის გაცემაზე – 20, ლიცენზიის მოდიფიცირებაზე - 1, ლიცენზიების გაუქმებაზე - 1, სხვადასხვა სახის ნებართვების გაცემაზე - 67, კონკურსის გამოცხადებაზე - 5, განაცხადების განუხილველად დატოვებაზე - 3, სიხშირეების მინიჭებაზე - 24, მინიჭებული სიხშირეების კოორდინაციაზე - 11, კოდის მინიჭებაზე - 1, დავების განხილვაზე - 2 და სხვადასხვა სახის              - 57.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებული დავალებებიდან შეუსრულებელია 6, ხოლო კომისიის აპარატის თათბირების საოქმო დავალებებიდან - 4. გაუფორმებელია კომისიის სხდომის 2 ოქმი, რაც განპირობებულია საანგარიშო პერიოდში კომისიის სხდომებზე მიღებული 3 გადაწყვეტილების აპარატის ზოგიერთი სამსახურის მიერ გასაფორმებლად წარუდგენლობის მიზეზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. აპარატის ადმინისტრაციის უფროსის ი.ხარებავას ინფორმაცია კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე და კომისიის წევრების საკონტროლო დავალებებზე 2005 წლის პირველ კვარტალში კომისიის აპარატში გაწეული საქმიანობის შესახებ მიღებულ იქნეს ცნობად (განმარტებითი ბარათი თან ერთვის).

2.  დაევალოთ  აპარატის სტრუქტურული ერთეულების უფროსებს:

ა) მკაცრად დაიცვან საქმისწარმოების შინაგანაწესის შესაბამისად კომისიაში შემოსულ კორესპონდენციაზე მუშაობის დადგენილი ვადები;

ბ) 7 (შვიდი) დღის ვადაში უზრუნველყონ მათზე რიცხულ ყველა ვადაგადაცილებულ  კორესპონდენციაზე მუშაობის დასრულება;

გ) აპარატის მუშაობის წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად იქნეს კომისიის სხდომებზე წარმოდგენილი განსახილველად გადაწყვეტილების პროექტები (სათანადო სამსახურებრივი ბარათებითურთ) 2005 წლის მეორე კვარტლის სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე;

დ) 3 (სამი) დღის ვადაში უზრუნველყონ კომისიის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაფორმებლად წარდგენა;

ე) 5 (ხუთი) დღის ვადაში მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი კომისიის სხდომებზე და აპარატის სამშაბათის თათბირებზე მიღებული საკონტროლო დავალებები;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობაზე დაევალოს აპარატის ადმინისტრაციას (ი.ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები