გადაწყვეტილება N 262 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005
მიღების თარიღი აპრილი 22, 2005
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის
სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 068/05) ოფიციალური დელეგაციის წევრების საქართველოში ყოფნის პერიოდში რადიოკავშირის დამყარების და უსაფრხოების დაცვის მიზნით, წარმოდგენილი ჩამონათვალის შესბამისად, ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დროებით (ა/წლის 25 აპრილიდან 10 მაისამდე) სიხშირეები ამ გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ქ.თბილისში რადიოკავშირისთვის;
2.საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;
3.აღირიცხოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ რეესტრში (მ. ქადეიშვილი);
4.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს.შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
