გადაწყვეტილება N 264 შპს „ინტეროპტიკასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005
მიღების თარიღი აპრილი 22, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ინტეროპტიკამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 9 ოქტომბრის N 03/4-65 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 19955, N 19956 და N19957, 07.04.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს ინტეროპტიკა„ ლიცენზიის (N 795) პირობების შესაბამისად აწარმოებს საკაბელო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებას. მაღალსიხშირული მოწყობილობა (გამაძლიერებლები) გამოყენებული უნდა იყოს საკაბელო ქსელის ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს ინტეროპტიკას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 19955, N 19956 და N19957, 07.04.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;
2.უზრუნველყოს შპს ინტეროპტიკამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
