გადაწყვეტილება N 265 შპს “ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005
მიღების თარიღი აპრილი 22, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ვეზირმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 4 დეკემბრის N 5/4-1026 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 004-0305, 13.04.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N FRT-RT-VZR009, 13.04.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების („Icom”-ის ტიპის მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ვეზირი” მეწარმეთა შესახებ„ საქართველოს კანონისა და საზოგადოების წესდების მე-2 მუხლის 2.2 პუნქტის თანახმად ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, საქართველოში შემოაქვს მაღალსიხშირული მოწყობილობები მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „ვეზირს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N FRT-RT-VZR009, 13.04.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს „ვეზირმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
