წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 267 შპს „ჰარალესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 267 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005

მიღების თარიღი აპრილი 22, 2005

შპს „ჰარალესთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „ჰარალემ” კომისიას მიმართა განცხადებით (N 21.04.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 64052006, 23.02.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ჰარალე„ ლიცენზიის   (N 1435)  პირობების შესაბამისად აწარმოებს საეთერო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში 98.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის რადიოგადამცემის გამოყენებით. მაღალსიხშირული მოწყობილობა წარმოადგენს რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი სადგურს.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.   მიეცეს ნებართვა შპს „ჰარალეს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 64052006, 23.02.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ჰარალემ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.  კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის  თავმჯდომარე                                                               დ. ქიტოშვილი

        

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები