წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 269 შპს „სჯს ჯორჯიასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 269 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005

მიღების თარიღი აპრილი 22, 2005

შპს „სჯს  ჯორჯიასთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობის საქართველოში  შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „სჯს ჯორჯიამ„ (რეგისტრირებული  ქ. თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 10 დეკემბრის N 5/4-1513 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (21.04.05.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4117; 30.03.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობის შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობა („MARKSAT”-ის ტიპის მიწისზედა თანამგზავრული სადგური) გამოყენებული უნდა იყოს ინტერნეტ კავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „სჯს ჯორჯიას„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N 4117; 30.03.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობა;

2.უზრუნველყოს შპს „სჯს ჯორჯიამ„  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                                 დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები