გადაწყვეტილება N 27 საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი იანვარი 14, 2005
მიღების თარიღი იანვარი 14, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარმა სამმართვალომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 3/1-602 22.12.04.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N HLT 00071; N HLT 00072 და N HLT 00074, 07.12.04.) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული საშუალებები წარმოადგენენ ფრენის უსაფრთხოების მიწისზედა სანავიგაციო, საბორტო მოწყობილობებს და საექსპლუატაციო აქსესუარებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N HLT 00071; N HLT 00072 და N HLT 00074, 07.12.04.) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობები;2. უზრუნველყოს საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი); 4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში; 5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
