წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 270 სს “გლობალ ერთის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

ნომერი: 270 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 22, 2005

მიღების თარიღი აპრილი 22, 2005

სს „გლობალ ერთის” გაფრთხილების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ი) ქვეპუნქტის შესაბამისად, კომისიის ფუნქციასა და ვალდებულებას წარმოადგენს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიების პირობების დაცვის ზედამხედველობა და მათი დარღვევისას კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება„. ამავე კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და ლიცენზიაში მითითებული მოთხოვნები და წარუდგინოს კომისიას მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია„.

      კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის 2005 წლის 9 მარტის სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად მხოლოდ შპს „რუსთავი 2 ონლაინს”, შპს „ტელენეტს”, და შპს „საქართველოს ტელეკომს” ჰქონდათ წარმოდგენილი კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილების შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაცია არხის და არხჯგუფის ნომრის და სადგურის სიგნალის კოდის შესახებ (ISPC – საერთაშორისო სიგნალის კოდი და NSPC – ადგილობრივი სიგნალის კოდი).

    კომისიაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება სს „საქართველოს ელექტროკავშირის”, სს „ეგრისის”, სს ”გლობალ ერთის”, შპს „კეთილი ნების კომუნიკაციები - GWC”-ს, შპს „მაკროკომის”, შპს „ულტრაკომუნიკაციების”, შპს „ინფოტელის”, შპს „კავკასიის ციფრული ქსელების”, შპს „კავკასუს ნეტვორქის”, შპს „ვანექსის”და შპს „ჯეოტელის” გაფრთხილების თაობაზე.

     კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის განმეორებითი სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, ირკვევა, რომ სს „გლობალ ერთმა” სრულად წარმოადგინა კომისიაში მოთხოვნილი ინფორმაცია.

    სამართლებრივ საკითხთა სამსახური აღნიშნავს, სს „გლობალ ერთის” მიერ აღმოფხვრილია ის დაღვევა, რაც გახდა საფუძველი კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა, კერძოდ კომპანიამ წარმოადგინა კომისიის 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილების შესაბამისად ინფორმაცია არხის და არხჯგუფის ნომრის და სადგურის სიგნალის კოდის შესახებ.

     ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ

ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შეწყდეს ადმინისტრაციული წარმოაბა სს „გლობალ ერთის” გაფრთხილების თაობაზე;  

2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე) აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების ორგანიზება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7 ) ექვსი თვის ვადაში.

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივ საკითხთა სამსახურს  (კ. ყურაშვილი);

 

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები