წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 272 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისის ? 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს“ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებში“ ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: 272 / 22

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 26, 2005

მიღების თარიღი აპრილი 26, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის 2004 წლის 30 ივლისის 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილ „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობებში„  ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ 2004 წლის 30 ივლისის  № 381/22  გადაწყვეტილებით  დადგენილი იქნა  სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობები. აღნიშნული პირობების 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორება უნდა დაწყებულიყო მხარეთა შორის შეთანხმებული ურთიერთჩართვის ტექნიკური პროექტით განსაზღვრული სამუშაოების დასრულებიდან ორი კვირის ვადაში. აღნიშნულ პირობებში რამდენჯერმე იქნა შეტანილი ცვლილება კომისიის გადაწყვეტილებით.

კომისია აღნიშნავს, რომ 2005 წლის 23 მარტის კომისიის N3 დადგენილებით განხორციელდა ცვლილება-დამატებები საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში "კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ”, რომლითაც ჩამოყალიბდა ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ტარიფების დადგენის ძირითადი პრინციპები და პირობები. გამომდინარე იქედან, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები უნდა ამოქმედებულიყო 2005 წლის 1 მაისიდან,  კომისიის მიერ 2005 წლის 31 მარტს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N192, რომლითაც სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორების დაწყების ვადა განისაზღვრა 2005 წლის 1 მაისიდან.

გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ„ საქართვლოს კანონის პროექტი, რომლის შესაბამისად ურთიერთჩართვის ახალი წესებია გათვალისწინებული, კომისიის მიერ 2005 წლის 22 აპრილს მიღებული იქნა დადგენილება N7 „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებაში „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე„ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ„ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 3 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე„.

შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორების დაწყება 2005 წლის 1 ივლისადან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 411-ე მუხლის, „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1.            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისს № 381/22 გადაწყვეტილებით დადგენილი „სს ,,საქართველოს ელექტროკავშირსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს„ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების პირობების„ 7.1. პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7.1. მხარეთა შორის ლოკალურ ქსელში განხორციელებული ზარებისთვის ანგარიშსწორება დაიწყება 2005 წლის 1 ივლისიდან„.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები