წვდომის მენიუ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიშისა და ფინანსური აუდიტის შედეგების საჯარო განხილვის შესახებ

ნომერი: 274 / 21

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 15, 2005

მიღების თარიღი აპრილი 28, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ერონვულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, საჯაროდ განიხილა  კომისიის 2004 წლის საქმიანობის ანგარიში, და

გადაწყვიტა:

1. მოწონებულ იქნეს კომისიის აპარატის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში;

2. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს. ბრიტანჩუკი) კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ გვერდზე მ/წლის 1 ივნისამდე გამოქვეყნება;

3. დაევალოს კომისიის აპარატის სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს (ა. მიქელაძე) კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის პოლიგრაფიული სახით გამოცემის ორგანიზება;

4. წარედგინოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს “საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასული წლის საქმიანობის ანგარიში და ფინანსური აუდიტის შედეგები”;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს (გ. ბუთბაია). 

დიმიტრი ქიტოშვილი

კომისიის თავმჯდომარე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები