გადაწყვეტილება N 275 შპს „ალგანისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2005
მიღების თარიღი აპრილი 28, 2005
შპს ალგანისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს ალგანმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 10 დეკემბრის N 2/4-4215 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 38, 07.04.05.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების მინიჭების თაობაზე. შპს ალგანის„ საქმიანობის საგანია ადამიანების და ობიექტების დაცვა, აგრეთვე მანქანების, ტვირთების დაცვა-გაცილება და სხვა. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შპს ალგანს„ 409.175 მგჰც და 415.225 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს შპს ალგანისთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს შპს ალგანმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს ალგანისთვის„ სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
