გადაწყვეტილება N 277 შპს “კომპიუტერ ლენდისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2005
მიღების თარიღი აპრილი 28, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „კომპიუტერ ლენდმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2001 წლის 13 თებერვლის N 1/4-1312 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 099, 06.04.05) თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „კომპიუტერ ლენდს” კომისიის გადაწყვეტილებით (N 171/13; 25.03.05) მიენიჭა სიხშირეები 2006 წლის 25 მარტამდე, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული მაღალსიხშირული მოწყობილობებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „კომპიუტერ ლენდს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2. უზრუნველყოს შპს „კომპიუტერ ლენდმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. კომისიის N 171/13, 25.03.05. გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული სიხშირეების მინიჭების ვადის ამოწურვის შემდეგ კომისია განიხილავს წინამდებარე ნებართვის გაუქმების საკითხს;
4. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
