წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 278 შპს „ომეგა-2“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 278 / 7

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2005

მიღების თარიღი აპრილი 28, 2005

შპს „ომეგა-2„-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების   გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ომეგა-2„-მა (რეგისტრირებული ქ. ბათუმის სასამართლოს 1997 წლის 8 იანვრის  N 01/04-593  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 125/10, 31.03.05.)  თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „ომეგა-2„-ს კომისიის გადაწყვეტილებებით (N 181/13; 25.03.05 და N 231/13; 15.04.05) მიენიჭა სიხშირეები  2006 წლის 25 მარტამდე, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული მაღალსიხშირული მოწყობილობებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.            მიეცეს ნებართვა შპს „ომეგა-2„-ს მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.            უზრუნველყოს შპს „ომეგა-2„-მა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.            კომისიის N 181/13; 25.03.05 და N 231/13; 15.04.05. გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული სიხშირეების მინიჭების ვადის ამოწურვის შემდეგ  კომისია განიხილავს წინამდებარე ნებართვის გაუქმების საკითხს;

4.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები