წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 281 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისს მიღებულ ¹374 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და შპს “მეგაკომის” ¹4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის, სალიცენზიო

ნომერი: 281 / 9

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2005

მიღების თარიღი აპრილი 28, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისს მიღებულ N374 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის და შპს „მეგაკომის” N4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის, სალიცენზიო მოსაკრებლის და რეგულირების ყოველწლიური საფასურის გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ 2004 წლის 30 ივლისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N374 შპს ”მეგაკომის” N4 ლიცენზიის გაუქმების შესახებ. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „მეგაკომის” მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში.

2005 წლის 22 აპრილს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული იქნა განჩინება შპს „მაგაკომსა” და კომისიას შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე.

Mმორიგების აქტის შესაბამისად კომისიამ მორიგების აქტის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში თავისი გადაწყვეტილებით ცვლილება უნდა შეიტანოს მის მიერ 2004 წლის 30 ივლისს მიღებულ N374 გადაწყვეტილებაში. ცვლილების საფუძველზე გარკვეულ სიხშირულ ზოლზე, კერძოდ, 824.265-835.335 და 869.265-880.335 მგჰც, შპს „მეგაკომის” ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით კომისია შპს „მეგაკომს” განუსაზღვრავს ერთთვიან ვადას, რომლის განმავლობაში შპს „მეგაკომმა” უნდა გადაიხადოს კომისიის 2003 წლის 14 ნოემბრის N579/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 30% ანუ 71 646 (სამოცდათერთმეტი ათას ექვსას ორმოცდაექვსი) ლარი ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, სალიცენზიო მოსაკრებელი და რეგულირების ყოველწლიური საფასურის არსებული დავალიანება. ამავე გადაწყვეტილებით კომისიამ უნდა განუსაზღვროს შპს „მეგაკომს” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70%-ის ანუ 167 174 (ას სამოცდაშვიდი ათას ას სამოცდათოთხმეტი) ლარის გადახდის ვალდებულება კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვის განმავლობაში თანაბარწილად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 22 აპრილის განჩინების საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შეტანილ იქნას ცვლილება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2004 წლის 30 ივლისს მიღებულ N374 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნაწილობრივ გაუქმდეს შპს ”მეგაკომის” N 4 ლიცენზია, კერძოდ: 824,040 მგჰც-დან 824,265-მდე, 835,335 მგჰც-დან 848,970 მგჰც-მდე, 869,040 მგჰც-დან 869,265 მგჰც-მდე, 880,335 მგჰც-დან 893,970 მგჰც-მდე სიხშირული ზოლის გამოყენებით ანალოგური სისტემის ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურების უფლება.”

2. უზრუნველყოს შპს „მეგაკომმა”:

ა) წინამდებარე გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში კომისიის 2003 წლის 14 ნოემბრის N579/9 გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის 30%-ის ანუ 71 646 (სამოცდათერთმეტი ათას ექვსას ორმოცდაექვსი) ლარის ამავე გადაწყვეტილებაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, სალიცენზიო მოსაკრებელის და რეგულირების ყოველწლიური საფასურის არსებული დავალიანების გადახდა;

ბ) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 70%-ის ანუ 167 174 (ას სამოცდაშვიდი ათას ას სამოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა 12 თვის განმავლობაში თანაბარწილად;

3.            შპს „მეგაკომის” მიერ სალიცენზიო მოსაკრებლის,  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანების გადახდიდან ერთი კვირის ვადაში კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას შპს „მეგაკომის” N4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე 824.265-835.335 და 869.265-880.335 მგჰც სიხშირეების გამოყენების უფლებით; 

4.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) ექვსი თვის ვადაში;

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                              დ.ქიტოშვილი                                                                      

  

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები