წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 282 უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ

ნომერი: 282 / 14

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2005

მიღების თარიღი აპრილი 28, 2005

უკრაინის ტერიტორიაზე არსებული რადიოსამაუწყებლო  სადგურსთვის მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრის წერილი (N 11.3-09/1511, 17.02.05.) თანდართული ტექნიკური მახასიათებლებით უკრაინის რადიოსამაუწყებლო სადგურისთვის KHERSON – 105.6 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენების შესახებ.

         წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების შესაბამისად, უკრაინის რადიოგადამცემმა სადგურმა, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ნორმების შესაბამისად, შესაძლებელია  წარმოქმნას რადიოხელშეშლების მავნე მიუღებელ დონეები საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი და დაგეგმილი რადიოსადგურებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-21 მუხლისა და „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ გადაწყვიტა:

1. უარი ეთქვას რადიოსიხშირეთა და ტელეკომუნიკაციების ზედამხედველობის უკრაინის სახელმწიფო ცენტრს უკრაინის რადიოსამაუწყებლო  სადგურისთვის  KHERSON – 105.6 MHz მინიჭებული სიხშირის გამოყენებაზე წერილის (N 11.3-09/1511, 17.02.05.) დანართში  აღნიშნული  ტექნიკური მახასიათებლებით);

2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კოორდინაციაზე წარმოდგენილი სადგურების შესახებ შესაბამის მონაცემთა ბაზაში (ზ. გონჯილაშვილი);

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის  გამზ.  7ა) 6 თვის ვადაში;  

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების

მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

 

 კომისიის თავმჯდომარე                                                               დ. ქიტოშვილი                                   

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები