გადაწყვეტილება N 284 შპს „სოფტმასტერისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2005
მიღების თარიღი აპრილი 28, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს სოფტმასტერმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ოქტომბრის N 06/4-994 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 22.04.05) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 500268, 09.03.05) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები განკუთვნილია შპს რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„, რომელიც ლიცენზიის (N 1469) პირობების შესაბამისად აწარმოებს საეთერო სპეციალიზებულ რადიომაუწყებლობას ქ. თბილისში 97.1 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ სიმძლავრის რადიოგადამცემის გამოყენებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ რადიოსამაუწყებლო და რადიოსარელეო მიმღებ-გადამცემი სადგურებს.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს სოფტმასტერს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 500268, 09.03.05) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის„ აპარატურის მიღებისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
