წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 285 საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 285 / 13

გამოქვეყნების თარიღი აპრილი 28, 2005

მიღების თარიღი აპრილი 28, 2005

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის

სიხშირეების მინიჭების  შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  საქართველოს გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (N09,21.03.05.) „პარტნიორობა მშვიდობისათვის„ პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის ფიქსირებული სიხშირეების მინიჭების თაობაზე.              

       „კავშირგაბმულობისა  და  ფოსტის შესახებ”  საქართველოს     კანონის 42-ე   მუხლის პირველი  პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 274 და 30-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (N42, 21.01.1997) დამტკიცებული ”სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთნებულ ცნობათა ნუსხის” მე-3 თავის 3.2.20 პუნქტის,   „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.მიენიჭოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო დანიშნულების რადიოტექნიკური მოწყობილობების გამოყენებისთვის ფიქსირებული სიხშირეები   ამ  გადაწყვეტილების დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;

2.საიდუმლოდ იქნეს მიჩნეული წინამდებარე გადაწყვეტილების დანართი;

3.აღირიცხოს საქართველოს  თავდაცვის  სამინისტროსთვის  მინიჭებული სიხშირეები კომისიის საიდუმლო დოკუმენტაციის სპეციალურ  რეესტრში (მ. ქადეიშვილი);

4.კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს  (ს.შავგულიძე)

             კომისიის თავმჯდომარე                                                         დ.ქიტოშვილი

                                                                            

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები