გადაწყვეტილება N 286 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის 21 იანვრის ¹47 გადაწყვეტილებით გამოცხადებული კომერციული კონკურსის ჩატარების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2005
მიღების თარიღი მაისი 03, 2005
2. სხდომის თავმჯდომარე ამოწმებს წარმომადგენელთა უფლებამოსილებას. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს კომერციულ კონკურსში.
3. კომერციული კონკურსის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის და საკონკურსო ბიჯის გამოცხადება. საკონკურსო ბიჯი უცვლელია და შეადგენს სალიცენზიო გადასახდელის 5 პროცენტს დამრგვალებულს მთელ ციფრამდე, რაც შეადგენს 290 356 (ორას ოთხმოცდაათი ათას სამას ორმოცდათექვსმეტი) ლარს.
4. სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს დალუქულ კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში საკონკურსო განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით პირველი კონვერტს ამოიღებს იმ ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.
5. მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს კომერციული კონკურსის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას.
6. კომერციული კონკურსის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული თანხის ოდენობას. კონკურსის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და საკონკურსო ბიჯის ჯამისა. კომერციული კონკურსის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე საკონკურსო ბიჯის დამატებით. კომერციული კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს საკონკურსო ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა.
7. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული კონკურსი არ შედგა იმ მიზეზით, რომ კომერციულ კონკურსში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, კომერციული კონკურსი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე არ უბრუნდებათ.
8. კომერციული კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. კომერციული კონკურსის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს კომერციული კონკურსის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე.
9. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც კომერციული კონკურსის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.
10. სხდომის თავმჯდომარე განუმარტავს კონკურსის მონაწილეებს წინამდებარე გადაწყვეტილების მე-15 და მე-16 პუნქტებში მოცემულ დებულებებს.
11. თუ კომერციულ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.
12. კომერციული კონკურსის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში. ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.
13. კომერციულ კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.
14. კომისიის სხდომის ოქმი და კომისიის გადაწყვეტილების ასლი კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ ეგზავნება კომერციული კონკურსის ყველა მონაწილეს.
15. კომერციულ კონკურსში გამარჯვებული ვალდებულია გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში გადაიხადოს კომერციულ კონკურსზე დაფიქსირებული სალიცენზიო გადასახდელის 30%. კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკურსში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ანგარიშზე თანხების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში თანაბარწილად ყოველი მომდევნო თვის პირველივე კვირის განმავლობაში. ერთი თვის ვადაში სალიცენზიო გადასახდელის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში კონკურსში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%).
16. თუ კომისიამ წინამდებარე გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, აგრეთვე თუ კომერციულ კონკურსში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელმაც კომერციული კონკურსის მიმდინარეობისას დააფიქსირა კონკურსში გამოვლენილ გამარჯვებულთან შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა, ამავე დროს კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%). ამ პირის მიერ კონკურსის მიმდინარეობისას შეთავაზებული მაქსიმალური თანხა განისაზღვრება, როგორც სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა და მისი გადახდის, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის წესი განისაზღვრება წინამდებარე გადაწყვეტილების მე-15 პუნქტის შესაბამისად.
17. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს კონკურსის ისეთი მონაწილე, რომელსაც კომისიის ანგარიშზე ჩარიცხული აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%), კომისია კონკურსს აცხადებს ჩაშლილად.
18. ამ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით. განცხადებაში მითითებული უნდა იქნას საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა.
II. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
III. დაევალოს კომისიის პრეს-მდივანს (ს.ბრიტანჩუკი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;
IV. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე) წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა ლიცენზიის მაძიებლებისთვის;
V. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
