წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 287 შპს “მეგაკომის” ¹ 4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 287 / 6

გამოქვეყნების თარიღი მაისი 03, 2005

მიღების თარიღი მაისი 03, 2005

შპს „მეგაკომის N 4 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 22 აპრილის განჩინების საფუძველზე კომისიის მიერ 2005 წლის 28 აპრილს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N281/9, რომლითაც  ცვლილება იქნა შეტანილი კომისიის 2004 წლის 30 ივლისის N374 გადაწყვეტილებაში და შპს „მეგაკომს„ განესაზღვრა  სალიცენზიო გადასახდელის, სალიცენზიო მოსაკრებლის და რეგულირების ყოველწლიური საფასურის დავალიანების ვალდებულება.

შპს „მეგაკომის„ მიერ გადახდილია სალიცენზიო მოსაკრებელი 3 000 (სამი ათასი) ლარი (წარმოდგენილია 20.10.2003წ. საგადასახადო დავალება), სალიცენზიო გადასახდელის 10 % - 23 882 (ოცდასამი ათას რვაას ოთხმოცდაორი) ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის ანგარიშზე, სალიცენზიო გადასახდელის 20% - 47 766 (ორმოცდაშვიდი ათას შვიდას სამოცდაექვსი) ლარი კომისიის ანგარიშზე და რეგულირების ყოველწლიური საფასური 7 046 (შვიდი ათას ორმოცდაექვსი) ლარი კომისიის ანგარიშზე.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 22 აპრილის განჩინების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „მეგაკომის” N4 ლიცენზიას 2013 წლის 23 ივლისამდე;

2. შპს „მეგაკომის” N4 ლიცენზიის სახე,  სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 824.265 მგჰც - დან 835.335 მგჰც –მდე და 869.265 მგჰც -დან  880.335 მგჰც -მდე  სიხშირულ დიაპაზონში;

3. შპს „მეგაკომს„გამოეყოს ნუმერაციის რესურსი: კოდი მობილურ ქსელში შესაღწევად 897 ლიცენზიის მოქმედების ვადით;

4. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, შპს „მეგაკომი”  ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის  გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში;

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (167 174 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო

დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის

სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141408

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (167 174 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

        13 931. 17 ლარი – 2005  წლის 7 ივნისამდე;

        13 931. 17 ლარი – 2005  წლის 7 ივლისამდე;

        13 931. 17 ლარი – 2005  წლის 7 აგვისტომდე;

        13 931. 17 ლარი – 2005  წლის 7 სექტემბრამდე;

        13 931. 17 ლარი – 2005  წლის 7 ოქტომბრამდე;

        13 931. 17 ლარი – 2005  წლის 7 ნოემბრამდე;

        13 931. 17 ლარი – 2005  წლის 7 დეკემბრამდე;

        13 931. 17 ლარი – 2006  წლის 7 იანვარამდე;

        13 931. 17 ლარი – 2006  წლის 7 თებერვლამდე;

        13 931. 17 ლარი – 2006  წლის 7 მარტამდე;

        13 931. 17 ლარი – 2006  წლის 7 აპრილამდე;

        13 931. 17 ლარი – 2006  წლის 7 მაისამდე.

7. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):

ა)  სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;

ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის   მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                           დ.ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები