გადაწყვეტილება N 288 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2005
მიღების თარიღი მაისი 06, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2005 წლის N 29 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 6 მაისის N 29 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს კომისიის N 29 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-2 საკითხი (შპს „მაგთიკომისთვის” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ) კომისიის მ/წლის 13 მაისის N 30 სხდომის დღის წესრიგის პროექტში;
2. წარმოდგენილ კომისიის N 29 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 10 (ათი) საკითხი:
ა) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ბ) კერძო სპეციალიზებულ (სპორტულ) რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
გ) „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N 720 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
დ) რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის დადგენის მიზნით საკვალიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ”სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისთვის” ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ე. ასანიძე);
ვ) შპს ”აკოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ზ) შპს ”გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
თ) შპს ”გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ი) გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
კ) შპს ”მზესთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
3. დამტკიცდეს კომისიის N 29 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
