გადაწყვეტილება N 289 ი/ს “მალხაზ ფეიქრიშვილისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2005
მიღების თარიღი მაისი 06, 2005
ი/ს „მალხაზ ფეიქრიშვილისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ ი/ს „მალხაზ ფეიქრიშვილმა„ (ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 04/1-549; 22.10.02.) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7; 15.04.05) ქ. თბილისში მეტრულ ტალღათა დიაპაზონში ერთი სიხშირის მინიჭების თაობაზე. ი/ს „მალხაზ ფეიქრიშვილის„ საქმიანობის საგანს წარმოადგენს ავტოტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთების გადაზიდვა. სიხშირე განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში სადისპეჩერო პუნქტსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს ი/ს „მალხაზ ფეიქრიშვილს” 164.225 მგჰც სიხშირე ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ერთი წლის ვადით;
2. აღირიცხოს ი/ს „მალხაზ ფეიქრიშვილისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
3. უზრუნველყოს ი/ს „მალხაზ ფეიქრიშვილმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში ი/ს „მალხაზ ფეიქრიშვილისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების
მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
