გადაწყვეტილება N 290 შპს “საქართველოს თრანქული სისტემა“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2005
მიღების თარიღი მაისი 06, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 29.04.04.) კომისიას მიმართა განცხადებით (N 23/IV-A, 08.04.05.) რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლოატაციაზე ნებართვის მიღების შესახებ. შპს „საქართველოს თრანქული სისტემა” ლიცენზიის (N 703, 04.08.1998) პირობების შესაბამისად აწარმოებს თრანქული სატელეფონო ქსელით მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე, გავლილი აქვს ხელახალი რეგისტრაცია და შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თრანქულ სისტემას” რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლუატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით N 703 ლიცენზიის მოქმედების ვადით;
2. უზრუნველყოს შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
