გადაწყვეტილება N 293 “ საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის ¹720 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2005
მიღების თარიღი მაისი 06, 2005
„ საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ერთი გადამცემის გამოყენებით, მე-4 სამაუწყებლო ზონაში.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შევიდეს ცვლილება „საეთერო საერთო ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ” კომისიის 2004 წლის 24 დეკემბრის N720 გადაწყვეტილების პირველ პუნქტის „დ” ქვეპუნქტში და აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2005 წლის 17 ივნისის 13:00 საათი;”
2. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ნ.ჯანელიძე) გადაწყვეტილების ინტერნეტში კომისიის გვერდზე გამოქვეყნება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
