გადაწყვეტილება N 294 რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის დადგენის მიზნით საკვალიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2005
მიღების თარიღი მაისი 06, 2005
რადიომოყვარულთა კვალიფიკაციის დადგენის მიზნით საკვალიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ სამოყვარულო რადიოსადგურებით სამოყვარულო რადიოკავშირის განსახორციელებლად რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენების ნებართვის გაცემის, მათი მოხმარების, შენახვის და ურთიერთკავშირის წესების დადგენის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 511-ე მუხლის ს) ქვეპუნქტისა და 5111-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად კომისიამ
გადაწყვიტა:
1.შეიქმნას სპეციალური უფლებამოსილების მქონე საბჭო კომისიის სამი წარმომადგენელისა და სამი რადიომოყვარულის შემადგენლობით;
2.დამტკიცდეს საკვალიფიკაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
· მიხეილ გოთოშია კომისიის აპარატის მონიტორინგის სამსახურის უფროსი;
· თემურ ძაგნიძე კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
· ზაზა გონჯილაშვილი - კომისიის აპარატის სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურის სპეციალისტი;
· მამუკა კორძახია რადიომოყვარულთა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი;
· ავთანდილ ჯიქია რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარე;
· გივი შპეტიშვილი რადიომოყვარულთა ეროვნული ლიგის თავმჯდომარის მოადგილე;
3.დაევალოს საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 5111-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
