გადაწყვეტილება N 295 საჯარო სამართლის იურიდიული პირის „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“ –თვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2005
მიღების თარიღი მაისი 06, 2005
საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს„ თვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირმა სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტომ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N73 05.04.2005 წ.), სატელეფონო ქსელის ფუნქციონირებისათვის ნუმერაციის რესურსის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს„ გადახდილი აქვს სანებართვო მოსაკრებელი 300 (სამასი) ლარი.
კომისიას შესაძლებლად მიაჩნია, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს„ გამოუყოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად: ქ. ბათუმში- 1 5XXX, ქ. ფოთში 4 5XXX, ქ. ქუთაისში 1 5XXX, ქ. ზუგდიდში 4 5XXX, ქ. ოზურგეთში 4 5XXX, ქ. ამბროლაურში 4 5XXX, ქ. ახალციხეში 4 5XXX, ქ. გორში 4 5XXX, ქ. რუსთავში 14 5XXX, ქ. მცხეთაში 4 5XXX, ქ. თელავში 4 5XXX, ქ. სოხუმში 4 5XXX 1 (ერთი) წლის ვადით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების„ 20-ე მუხლის პირველი პუნქტის თ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1 მიეცეს ნებართვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს„ გამოიყენოს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსი ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად 1 (ერთი) წლის ვადით შემდეგ ქალაქებში:
ქ. ბათუმში- 1 5XXX; ქ. ფოთში 4 5XXX;
ქ. ქუთაისში 1 5XXX; ქ. ზუგდიდში 4 5XXX;
ქ. ოზურგეთში 4 5XXX; ქ. ამბროლაურში 4 5XXX;
ქ. ახალციხეში 4 5XXX; ქ. გორში 4 5XXX;
ქ. რუსთავში 14 5XXX; ქ. მცხეთაში 4 5XXX;
ქ. თელავში 4 5XXX; ქ. სოხუმში 4 5XXX;
2. კავშირგაბმულობის სფეროში კანონმდებლობის შეცვლის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო” ვალდებულია, ნუმერაციის რესურსის გამოყენების საკითხი მოიყვანოს ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობაში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
