წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 296 შპს „აკოსთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 296 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2005

მიღების თარიღი მაისი 06, 2005

შპს „აკოსთვის”  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „აკომ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული  სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის  N 06/4-1998 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ტერიტორიაზე მეტრულ ტალღათა დიაპაზონში სიხშირეების  მინიჭების თაობაზე.

შპს „აკოს” საქმიანობის საგანია ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა ქ. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მომსახურების დონის ამაღლების და განვითარების მიზნით, საწარმოს გადაწყვეტილი აქვს სადისპეჩერო პუნქტის შექმნა და ტაქსების დანიშნულების მიხედვით გამოძახება. სიხშირეები გამოყენებული იქნება რადიოკავშირის ქსელით სარგებლობისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „აკოს” 150.175 მგჰც და 155.675 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „აკოსთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში       (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს  შპს „აკომ” კომისიაში    სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „აკოსთვის” სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

   კომისიის  თავმჯდომარე                                                                        დ. ქიტოშვილი                                        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები