წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 297 შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 297 / 13

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2005

მიღების თარიღი მაისი 06, 2005

შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის”  სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული  სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის  N 5/4-2536  დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7, 20.04.05.) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში 2 წყვილი დუპლექსური სიხშირის, ასევე ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე 1 წყვილი დუპლექსური სიხშირის  მინიჭების თაობაზე.

შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგის” საქმიანობის საგანია ელექტრული ხელსაწყოების დამონტაჟება და მომსახურება, სარელეო და საკონტაქტო ხაზების რემონტები, სხვადასხვა კომერციული საქმიანობა და მენეჯმენტი. სიხშირეები გამოყენებული უნდა იყოს სამსახურის თანამშრომელთა შორის ოპერატიული რადიოკავშირის განსახორციელებლად, ასევე მოკლე მანძილებზე მონაცემთა გადაცემისათვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 29-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1.             მიენიჭოს შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგს” 441.525 მგჰც, 447.175 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში  და 441.375 მგჰც,  447.575 მგჰც  სიხშირეები ქ. თბილისში  და ქ. ქუთაისში ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით ერთი წლის ვადით;

2.            აღირიცხოს შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.             უზრუნველყოს  შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგმა” კომისიაში    სათანადო   ინფორმაციის   წარმოდგენა მაღალსიხშირული  მოწყობილობების    გამოყენებაზე    ნებართვის    მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” სიხშირეების მინიჭების   საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.             კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის   სამსახურს (ს. შავგულიძე). 

   კომისიის  თავმჯდომარე                                                                        დ. ქიტოშვილი       

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები