გადაწყვეტილება N 298 შპს „გლობალკონტაქტ კონსალტინგისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობებისგამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 02, 2005
მიღების თარიღი მაისი 06, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია\") აღნიშნავს, რომ შპს გლობალკონტაქტ კონსალტინგმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 ივლისის N 5/4-2536 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 7, 20.04.05.) მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მიღების თაობაზე.
შპს გლობალკონტაქტ კონსალტინგის” საქმიანობის საგანია ელექტრული ხელსაწყოების დამონტაჟება და მომსახურება, სარელეო და საკონტაქტო ხაზების რემონტები, სხვადასხვა კომერციული საქმიანობა და მენეჯმენტი. თანამგზავრული მიმღებ-გადამცემი სადგურები (V-SAT ტერმინალები) გამოყენებული უნდა იყოს კომპანიის მიერ მომსახურე ობიექტებზე მონაცემთა გადაცემისათვის.
“კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის დ“ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს გლობალკონტაქტ კონსალტინგს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;
2. უზრუნველყოს შპს გლობალკონტაქტ კონსალტინგმა”, საჭიროების შემთხვევაში, თანამგზავრული მიმღებ-გადამცემი სადგურების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის სამსახურს (ს. შავგულიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
