წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 299 გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 299 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 06, 2005

მიღების თარიღი მაისი 06, 2005

         გაეროს  დამკვირვებელთა  მისიისთვის  საქართველოში (UNOMIG)  მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) კომისიას მიმართა განცხადებებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N MIG5-300220) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული  მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენენ სატელეკომუნიკაციო სისტემებს შემადგენელი მაკომპლექტირებელი  ნაწილებით.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N MIG5-300220) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;  

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს  (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები