წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 30 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 4 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 30 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 21, 2005

მიღების თარიღი იანვარი 21, 2005

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2005 წლის N 4 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

         საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) 2005 წლის  21 იანვრის N4 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის თაობაზე კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

გადაწყვიტა:

1. წარმოდგენილ კომისიის N 4 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს  7  (შვიდი) საკითხი:

ა) შპს „პირველი რადიოსთვის” საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. დ. ქუთათელაძე);

ბ) შპს „ტელე-რადიო კომპანია მწვანე ტალღისთვის” საეთერო საერთო რადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ (მომხს. დ. ქუთათელაძე);

გ) შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის N908 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ (მომხს. დ. ქუთათელაძე);

დ) შპს „უნივერსალ სექურითისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ე) შპს „სკორპიო საპლაისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);

ვ) შპს „უშიშროებისა და საკუთრების დაცვის სამსახური - თორნისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.   ს. შავგულიძე);

ზ) სს „საქართველოს ელექტროკავშირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს.             ს. შავგულიძე).

2.  დამტკიცდეს კომისიის N 4  სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება შეიძლება  გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის    ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                  დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები