გადაწყვეტილება N 301 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2005 წლის N 30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2005
მიღების თარიღი მაისი 13, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2005 წლის N 30 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში „კომისია”) განიხილა რა 2005 წლის 13 მაისის N 30 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტების საფუძველზე
გადაწყვიტა:
1. წარმოდგენილ კომისიის N 30 სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეტანილ იქნეს 7 (შვიდი) საკითხი:
ა) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” 2001 წლის 22 მაისის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (მომხს. კ. ყურაშვილი);
ბ) სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
გ) გაეროს განვითარების პროგრამისათვის (UNDP) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
დ) შპს „საქაერონავიგაციისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ე) „ბრაუნდ ენდ რუთის სერვისისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ვ) შპს „მობილფონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე);
ზ) შპს „ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის თაობაზე ნებართვის გაცემის შესახებ (მომხს. ს. შავგულიძე).
2. დამტკიცდეს კომისიის N 30 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ნ. ჯანელიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ. ქიტოშვილი
