გადაწყვეტილება N 302 შპს ,,ნატ-ექს” - ისთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2005
მიღების თარიღი მაისი 13, 2005
შპს ,,ნატ-ექს” - ისთვის საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს ,,ნატ-ექს”-მა (რეგისტრირებულია ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წლის წლის 11 აპრილის დადგენილებით, რეგისტრაციის N5/4-4388) კომისიას მიმართა განცხადებით (26.04.2005) საფოსტო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
შპს ,,ნატ-ექს”-ის მიერ ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის და 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა„ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1473 ლიცენზია შპს ,,ნატ-ექს”-ს საფოსტო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის);
2. ლიცენზიის სახე: საფოსტო კავშირით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საერთაშორისო საფოსტო გზავნილების მიღებით, გაგზავნით, გადაზიდვით და დატარებით მომსახურება;
3. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
გ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე)
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
