გადაწყვეტილება N 303 შპს „მაგთიკომი“-სთვის ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2005
მიღების თარიღი მაისი 13, 2005
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომმა” კომისიას მიმართა განცხადებით (21.04.2005 N072-2) ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კომისია აღნიშნავს, რომ შპს „მაგთიკომი”-ს მიერ ლიცენზიების მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა” ქვეპუნქტების და 38-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მიეცეს N 1472 ლიცენზია შპს „მაგთიკომს” ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი სატელეფონო კავშირის სისტემითა და ქსელით მომსახურება (ქ.თბილისი);
2. მიეცეს სატელეფონო (სასადგურო) ინდექსის 170XXX - 174XXX, გამოყენების ნებართვა ქ. თბილისში ადგილობრივ სატელეფონო ქსელში შესაღწევად ლიცენზიის მოქმედების ვადით;
3. შპს „მაგთიკომმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
4. ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე ):
ა) სათანადო მონაცემების კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანა;
ბ) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
გ) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სატელეკომუნიკაციო და საფოსტო ბაზრის რეგულირების სამსახურს (ე. ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე დ.ქიტოშვილი
