წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 304 შპს “შევარდენისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 304 / 7

გამოქვეყნების თარიღი მაისი 13, 2005

მიღების თარიღი მაისი 13, 2005

შპს „შევარდენისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების   გამოყენებაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „შევარდენმა„ (რეგისტრირებული ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 25 მარტის       N 10/5/ბ-11 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 12, 16.03.05) თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. შპს „შევარდენს” კომისიის გადაწყვეტილებით (N 230/13;  15.04.05) მიენიჭა სიხშირეები  2006 წლის 15 აპრილამდე, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული მაღალსიხშირული მოწყობილობებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს  კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ„ ქვეპუნქტისა და 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ  

გადაწყვიტა:

1.            მიეცეს ნებართვა შპს „შევარდენს” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით ერთი წლის ვადით;

2.            უზრუნველყოს შპს „შევარდენმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი  კანონმდებლობით  გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;

3.            კომისიის N 230/13, 15.04.05.გადაწყვეტილებაში გათვალისწინებული სიხშირეების მინიჭების ვადის ამოწურვის შემდეგ  კომისია განიხილავს წინამდებარე ნებართვის გაუქმების საკითხს;

4.            შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირული რესურსების მართვისა და სტანდარტიზაციის  სამსახურს (ს. შავგულიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                დ. ქიტოშვილი

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები